ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე ჰამასის სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერები გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ICC მათ ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს.

