აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მათეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას.

აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვენ.

“დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი არჩევნების დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას.” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავეს. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....