ახალი ამბები

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ასევე ჰამასის სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ICC მათ ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს.

ნეთანიაჰუსა და გალანტის გარდა, ჰააგამ და ჰამასის სამხედრო მეთაურის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერიც გასცა. დეიფი ისრაელზე, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად სახელდება, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ დეიფი ლიკვიდირებულია. ეს ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ისრაელი საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკურად არის მიკერძოებული.

იტვირთბა....