ქართული ოლიგარქიის შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოლიგარქიის ჩვენში შემოღწევის საფრთხეს ვაცნობიერებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში ფარულად ჩამოიყვანა და ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქტიურად უკავშირდებოდა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ბატონ ბჟანიას 1990-იან წლებში საქართველოსთან ომის დროს ჩვენი ხალხის შეიარაღებულ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის აფხაზეთის პოლიტიკაში მხოლოდ 2010 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა“ – განაცხადა ადგურ არძინბამ.