ფოთის ეპარქია: დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა
ფოთისა და ხობის ეპარქიაში აცხადებენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა დაუშვებელია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯელობა შეეხო ვაქცინასთან დაკავშირებულ მითებსა და საეჭვო ინფორმაციებს.

