[su_quote] ეს არჩევნები არ არის თვითმმართველობის არჩევნები.
ამ არჩევნებით საქართველოს თავისუფლების ბედი უნდა გადაწყდეს.
როგორც არასდროს, ისე ახლა სჭირდება პოლიტიკურ ელიტას ისეთი ლიდერები, რომლებსაც ადამიანები ენდობიან.
როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენება რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებულები ვართ.
როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენება რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ.
როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მორალური სიცხადე.
რთულია ამის გაკეთება, პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე, მაგრამ შეუძლებელი არ არის, თუ არ შეგვეშინდება და ხმას ამოვიღებთ ხოლმე როცა ტყუილს სიმართლედ გვატენიან, როცა გვაგდებენ, როცა ამორალურობას პრაგმატიზმს არქმევენ, როცა ბოროტს კეთილად რაცხავენ, მხოლოდ იმიტომ რომ “მათიანი” სჩადის.
სწორება თუ არ ავიღეთ სიმართლეზე, სწორება თუ არ ავიღეთ იმაზე, რაც სწორია, არაფერი გამოვა – ნიჰილიზმში ჩავიძირებით. [/su_quote]
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

