ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კუბილიუსი: ქართული ოცნება ევროკავშირის ნდობას კარგავს

მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის სახელმწიფოების, პარტნიორების ნდობას იმიტომ, რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ ხდება იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მომწიფებულია და ევროკავშირის შიგნით ჩვენ ძალზედ შეშფოთებული ვართ, მაგრამ მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში.  ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამავდროულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

იტვირთბა....