ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ დაასწრო ევროკავშირს და საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.
“საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ ევროკავშირს და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე”,- ამბობს კრამონი.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამავდროულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

