ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრამონი: ეს არის ის წერტილი, როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ

[su_quote] ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება – ეს იყო სასამართლო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, ძალიან შოკირებული ვართ, რატომ იმოქმედა საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად? [/su_quote]

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამავდროულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

იტვირთბა....