ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა
ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განგაშის სიგნალებია ჩართული. უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

