სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მათ ოჯახზე მორიგ ზეწოლას აქვს ადგილი.
“მორიგ ზეწოლას აქვს ადგილი! ორი ადამიანი მოვიდა, რომ ვკითხე ვინ ხართ და რას ზომავთ , პასუხი დამიბრუნეს , “ასფალტი უნდა დავაგოთ ღამის საათებში”. ალბათ,16 ივლისის ღამის გამეორება უნდათ თავისი ზონდერ ბრიგადებით. იგივე სცენარი ხორციელდება, რაც იმ ღამეს, რომელიც წყლის გაყვანით და ასფალტის დაგებით დაიწყო. მივმართავ სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს, რომ სახლში მყოფი ბავშვების უფლებები ირღვევა, ვინაიდან მათ მორალურ ზიანი ადგება”, – წერს გოგაშვილის ცოლი.