ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: შეიძლება ვინმე რუსულ გალობაზე აღშფოთდეს, სინამდვილეში კი უკრაინელები ლოცულობდნენ

[su_quote]როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო თემა, რომელზედაც ადრეც იყო საუბარი. “ფორმულას” ჟურნალისტმა კვლავ იკითხა, მოქალაქემ დაწერა, რომელიღაც ქართულ ტაძარში რუსულად მსახურებას შევესწარიო.
1) ზოგადად საეკლესიო ტრადიციით, მომლოცველებს შეიძლება საკუთარ ენაზე ერთი ლოცვის ან გალობის უფლება მიეცეთ თავაზიანობის გამო. ნებისმიერ ქვეყნიდან ჩამოსულ მომლოცველს.
2) რადგან პოლიტიკური პოლარიზების ხაზი საქართველოშიც უკრაინა-რუსეთზე გადის, სათქმელია ისიც, რომ შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ რუსული გალობა მოისმინა და აღშფოთდა ეკლესიის მიმართ, სინამდვილეში კი უკრაინელები ლოცულობდნენ და პოლიტიკურადაც არაფერი აღმოჩნდეს აღსაშფოთებელი. უკრაინელები, ზუსტად ისე ლოცულობენ და გალობენ, კიევშიც ხარკოვშიც და ლვოვშიც, როგორც მოსკოვში.
3) ამას ვწერ რადგან ტვ “ფორმულამ” ადრე მსგავსი შემთხვევა კონტექსტის გარეშე გაავრცელა, რასაც მოჰყვა სპეკულაციები ჩვენი ეკლესიის მისამართით[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

იტვირთბა....