რუსების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო პანიკაა. ამის შესახებ ენერგოდარის მერი, დმიტრო ორლოვი აცხადებს და ამბობს, რომ ოკუპატნები ატომური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ენერგობლოკებს შორის მძიმე იარაღს მალავენ.
“რა თქმა უნდა, ქალაქში პანიკაა. ჩვენ გვესმის, რომ ამას შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ევაკუაციის მსურველთა შემდეგი ტალღა მოჰყვება. რუსი ოკუპანტები ენერგეტიკული ნაწილებს შორის მალავენ მძიმე იარაღს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს”, – ამბობს ორლოვი და დასძენს, რომ დაბომბვის გამო, ქალაქის ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ოთხჯერ გაისროლეს, შედეგად, ერთ-ერთ ელექსტროსადგურზე ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა. ჩართული იყო დიზელის გენერატორები, ამ დროისთვის, დანადგარები ქსელიდან გამორთულია.

