ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე: ჩემი დაკვირვებით, ღმერთმა ქნას მეშლებოდეს, პრეზიდენტი ოპოზიციის სიმპათიის მოპოვებას ცდილობს

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი მცდელობაა, ოპოზიციის კეთილგანწყობა მოიპოვოს.

“რაღაც დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა იმისთვის, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან და მე არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ, რომ ლოგიკურად, საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება არ შეგაქოს. ჩემი დაკვირვებით და ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს, რომ მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა. ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს და ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ეს ნაბიჯი, რადგან სხვა ახსნა და არგუმენტაცია, ამას ჩემი აზრით, ვერ ექნება”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარედ ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა, მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატად წარდგენაზე კი უარი თქვა.

 

იტვირთბა....