დიღმის ტყე-პარკში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
დიღმის ტყე-პარკში სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამავდროულად, გადაკეტილია დოდო გუგეშაშვილის სახლისმიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა. სავარაუდოდ, გამომძიებლები დიღმის ტყე-პარკში მკვლელობის მტკიცებულებას ეძებენ. ადგილზე კინოლოგებიც იმყოფებიან.

