დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის თემაზე კომენტარი გააკეთა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ. ინფორმაციას “ტვ პირველი” გვაწვდის.
ბესელია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„სამძიმართან ერთად მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სამართალდამცავები მალე გამოიძიებნ ამ საქმეს“.
ამასთანავე ბესელიამ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე, სადაც დანაშაულთა პრევენციაა ნაჩვენები.
„მე ვფიქრობ, მინისტრის ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და გაბედული. ჩვენ რეალობა დავინახეთ და არა ის ფალსიფიცირებული სურათი, რომელსაც ადგილი ქონდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. იმ დროს ძალიან ბევრი დანაშაული იჩქმალებოდა.
ჩვენ განვსაზღვრეთ ტენდეციები და ამან ნათელი სურათი მოგვცა იმისა, თუ სად სჭირდება მივმართოთ მეტად ჩვენი ძალისხმევა , იქნება ეს ოჯახური კონფქლიკტი თუ ნებისმიერი სახის ძალადობა“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ სახლში გამთენიისას დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს.