ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი: “დეკანოზს ციხეში უცხო პირები, თანამშრომლობის სანაცვლოდ, თავისუფლებას პირდებოდნენ”

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესები დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზმა დასკვნით სიტყვაში ყველა იმ საკვანძო მომენტზე ისაუბრა, რაც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზმა სასამრთლოს წინაშე პირველად გააჟღერა ის ფაქტი, რომ მასთან, ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც დეკანოზს თანამშრომლობას თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ.

”მან ისაუბრა კონკრეტულ ფატქებზე, როცა ის ციხეში იყო და უცხო პირები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, რომ თუ ის წყნარად იქნებოდა და ბევრ პრობლემას არ შექმნიდა, არ იხმაურებდა, გამოუშვებდნენ”- ამბობს ფანცულაია და არ აკონკრეტებს ვინ იყვნენ აღნიშნული პირები, თუმცა ამბობს, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.

”მან ასევე ისაუბრა თუ რატომ იყო აბსურდული, რომ მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა კარიერისთვის სჭირდებოდა. მან მოიყვანა კოკრეტული წერილი, თუ როგორ სთხოვდა ის მეუფე დიმიტრის მე დამაბრუნე ეპარქიაში და არანაირი სურვილი არ მაქვს დაწინაურებისო.”- განაცხადა ფანცულაიამ პროცესის დასრულების შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება დეკანოზის განაჩენი.

იტვირთბა....