aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

სარალიძე გახარიას – “სოჩიკი” ჩართულია და მალე დაასრულებს წიკწიკს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩზე მოკლული დავით სარალიძე სოციალური ქსელში სტატუსს წერს და შინაგან საქმეთა სამინსიტროს მოუწოდებს, რომ მიხეილ კალანდია მკვლელობის მუხლით დააპატიმრონ.

“მივმართავ ბატონ გახარიასა და ბატონ თადუმაძეს.

“სოჩიკი” ჩართულია და მალე დაასრულებს წიკწიკს.

სანამ წიკწიკებს, კალანდია მკვლელობის მუხლით მიეცითპასუხისგებაში”, – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას.

გარდა ამისა, ჩანაწერში სუბელიანად მოხსენიუბული პირი ხორავას საქმეზეც საუბრობს.

“კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდა” – აცხადებს ის.

ზაზა სარალიძე ამ დრომდე აქციას მართვს რუსთაველის გამზირზე მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

იტვირთბა....