aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაშველებმა თოვლიან მთებში მწყემსი გადაარჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება დასჭირდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მან კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, და ის გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს მაშველებმა მწყემსი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს.

იტვირთბა....