ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგა მაქარაშვილი – დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს!

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

“არის!!!
დამირეკეს პროკურატურიდან!
დაზარალებულად მცნეს!
ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!
სასამართლო განაჩენის მერე დავივლი მთელს გორს და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ყველა პლაკატს, სადაც და რამდენიც არ უნდა იყოს გაკრული!”, – წერს მაქარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან აქციას მართავდა და მერისგან, კონსტანტინე თავზარაშვილისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებული გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აქციის დროს მაქარაშვილს გორის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა თავზე ვედრო ჩამოამხო.

იტვირთბა....