ხვალ პარლამენტში საქართველოს პრემიერს და მინისტრებს ელოდებიან. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, უმრავლესობა და უმცირესობა მოუსმენს, მანამდე კი, მათ საპარლამენტო კომიტეტებში ელოდებიან.
წინასწარაა ცნობილი, რომ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუმცა მათ კითხვების ვრცელი სია უკვე მზად აქვთ. ლარი, ეკონომიკა, კრიმინალი და უსაფრთხო სკოლები – ეს ის საკითხებია, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და ეროპული საქართველო დაინტერესდებიან.
საკუთარი დღის წესრიგი აქვს პატრიოტთა ალიანსს.
მთავრობასთან კითხვების ნუსხა, უმრავლესობასაც მზად აქვს.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს კომიტეტების და ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს მინისტრობის კანდიდატები შეხვდებიან. პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განიხილავს, რასაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.