ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი – ვინმეს ოდესმე გაგიგიათ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ჩემგან რაიმე განსხვავებული ეთქვა?!

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ჯაფარიძე პარტიიდან არა  იდეური შეუთავსბლობის გამო, არამედ ფულის გამო წავიდა.

“ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.

კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი, თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა,სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია – პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ, ივანიშვილის მითითებით, მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას, სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული “გირჩი” არ მოევლინა.

“იდეურ განსხვავებებს” ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო ,ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე, სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსნებთ, რომ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ის “ნაციონალური მოძრაობიდან” იდეური შეუთავსებლობის გამო წამოვიდა.

იტვირთბა....