ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ორი წელია “ვაიბერის” აპლიკაცია წაშლილი მაქვს – გვარამია გამოქვეყნებულ მიმოწერას ეხმაურება

“რუსთვი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მისი და ექს-პრეზიდენტის “ვაიბერით” მიმოწერის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი წელია “ვაიბერის” აპლიკაცია წაშლილი აქვს.

“ყველაზე საინტერესო ამ ბოდვის კორიანტელში ისაა, რომ ორი წელია ვაიბერით არა თუ არ ვსარგებლობ, საერთოდ აპლიკაციაც წაშლილი მაქვს, იმიტომ რომ ისმინება.

p.s. ისე, რატომ გადაწყვიტეთ, რომ სააკაშვილი მმართავს და ინსტრუქციებს მაძლევს? ჩემი ჭკუა არ მყოფნის რამის დასაგეგმად თუ როგორ გგონიათ? არ ვუჩივი უჭკუობას, იქეთ მივცემ ინსტრუქციებს, ვისაც გინდათ”, – წერს გვარამია.

ვრცელდება ნიკა გვარამიასა და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიმოწერა, რომლის ავთენტურობა დაუდგენელია. ჩანაწერს

იტვირთბა....