ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეზღუდვები გადაადგილებაზეც დაწესდება.

გიორგი გახარიას განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ.

მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.

იტვირთბა....