კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.ამის შესახებ სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ახლა მიმდინარეობს.
„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპუდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ინფიცირებულებს ვირუსი მათგან გადაედოთ. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. მათგან შვიდი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ახლა მიმდინარეობს.
წყაროს გამოსავლენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ხუთი ბრიგადა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება განხორციელდება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.