aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 70 წლის კაცს 8 წელი მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართომ 70 წლის კაცს გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მომხდარი ინციდენტის დროს იგი 9 წლის იყო.

“საფარის” ცნობით, მსჯავრდებული, რომელიც დაზარალებულის მეზობელი იყო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია.

“9 წლის ბავშის მიმართ ადგილი ჰქონდა გარყვნის ქმედებას მისი მეზობლის მხრიდან. 2021 წლის ზაფხულში წარუდგინეს ბრალი სავარაუდო მოძალადეს და 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მიუსაჯა 8 წლით თვაისუფლების აღკვეთა”, – აცხადებს იურისტი თამარ ლუკავა.

იტვირთბა....