aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმათა პარალელურ დათვლაში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დილიდან, მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე დღეს აჯამებენ და ბრიფინგებს მართავენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, “სამართლიანი არჩევნები” საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა.

ბენიძის თქმით, მათი მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე 38.5% მიიღო, სადაც ცდომილების ხარისხი 1%, მინიმალური შედეგი 37.5%, მაქსიმალური შედეგი 39.5%. ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 37.6% მხარდაჭერა მიიღო, აქ ცდომილების ხარისხი 0,9%, რის გამოც მინიმალური შედეგი – 36.7%, მაქსიმალური შედეგი – 38.5%.

ჩვენი ხმების პარალელური დათვლა აჩვენებს, რომ შედეგების ინტერვალები ერთმანეთს გადაფარავს, ასე ვთქვათ და იმის გათვალისწინებით შედეგი შეიძლება ნებისმიერ წერტილში იყოს ამ ინტერვალის, დანამდვილებით და დარწმუნებით შეუძლებელია ითქვას, რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე, რომელი კანდიდატი არის მეორე ადგილზე, მაგრამ რაც ცხადია, მათი შედეგები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....