aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს მალავს“ – ზელენსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლის, შავ ზღვაზე რუსეთის გავლენის საკითხის შესახებ ისაუბრა.

„პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის.

ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....