aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანტონ კათალიკოსის ქუჩა ცალმხრივი ხდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით ცალმხრივი ხდება.
სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოსვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ. 17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

იტვირთბა....