aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქმარი ბავშვის წართმევით ემუქრებოდა” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულის, ვერონიკა არონიას შესახებ იმ სატელევიზიო სკოლის დამფუძნებელი საუბრობს, სადაც ბოლო პერიოდში ბრალდებული საქმიანობდა. ია დოლიძე დამწყები ჟურნალისტის შესახებ ამბობს, რომ მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა, როგორც მეუღლესთან, ისე დედასთან. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმთან” ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მომწერა თავისი პრობლემის გამო. ვიცი, რომ მას ოჯახში ბავშვთან დაკავშირებით მეუღლესთან პრობლემა ჰქონდა. მისი შვილი ორი წლისაა. როგორც ის ამბობდა, ქმარი ბავშვის წართმევით ემუქრებოდა და მთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ საკითხზე. ვუთხარი, რომ თუ მშობლობის პირობებს აკმაყოფილებდა, მას ბავშვს ვერ წაართმევდნენ.

ჩვენთან სწავლის დროს, ის ამბობდა, რომ მეუღლესთან რაღაც პერიოდი იყო განქორწინებული და მერე შერიგდნენ. მანამდეც იყო სირთულეები, როგორც მე ვიცი. ახალი მოსული იყო ჩვენთან, როცა თქვა, რომ მშობელთანაც პრობლემები ჰქონდა. ისეთ განცდებში იყო, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. ძალიან მეცოდება ვერონიკა, ძალიან. რა ვიფიქრო არ ვიცი, არ არის ისეთი უჭკუო გოგო, რომ პიარისთვის ცრუ ინფორმაცია გაევრცელებინა. ვერაფერს ვიტყვი” – განაცხადა ია დოლიძემ.

ცნობისათვის, ფეხბურთელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულია 20 წლის  ვერონიკა არონია. როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, არონიამ ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, მან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ, გამოგონილი ჩვენება მისცა.

იტვირთბა....