aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

უაქციზო ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე,  ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – 149 ბოთლი  კონიაკი  “HENNESSY XO” – სა  და  6 ბოთლი  ვისკის “JACK DANIELS” – ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება  46 460 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.

იტვირთბა....