aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 23 დეკემბრიდან რუსეთის ვიზას მარტივად აიღებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

23 დეკემბრიდან, რუსეთის საელჩო  საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც მათ საიტზეც დევს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც არ გამოირიცხება.

“23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....