aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხედროებად და მთავარსარდლად წოდებულმა მიატოვეს ცხედრები, ეს ლაჩრები იგულისხმა რიჟვაძემ – გია ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თორნიკე რიჟვაძემ ძალიან კარგად იცით რა იგულისხმა ამაში. მთავარსარდალი, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე სტუმრის თვალწინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა.

სამხედროებად წოდებულმა ადამიანებმა და მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები. გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე. ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, ეს ლაჩრები იგულისხმა ვინც ეს გააკეთა,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა.

იტვირთბა....