aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ეფრემ მეორის სიტყვებია, ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოსწურო, ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას  ტაძარში შეკრებილებს სვეტიცხოვლობა, ათთორმეტი მოციქულის დღესასწაული მიულოცა:

 

”პირველი ტაძარი, რომელიც იყო აშენებული საქართველოში, ეს იყო 12 მოციქულის სახელობის ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსენდება მისი უწმინდესობის, ეფრემ მეორის სიტყვები, ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოსწურო, ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა მას. აი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ღვაწლი და თავდადება, რომლითაც დაიმსახურეს პატივისცემა და სიყვარული თორმეტმა მოციქულმა და უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სიყვარული. შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭის შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა”, – ბრძანა უწმინდესმა.

იტვირთბა....