aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

“მიწების უკანონოდ მიტაცების უფლებას არავის მივცემთ” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიწების უკანონოდ მიტაცების უფლებას არავის მივცემთ, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანები დევნილების და სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებით სპეკულირებენ.

“რამდენიმე დღის წინ ჩვენმა სამსახურებმა სამგორის რაიონში განახორციელეს იმ შენობა ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც უკანონოდ არის განთავსებული სახელმწიფო მიწებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მსგავსი ფაქტები გრძელდება. ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას სახელმწიფო მიწები მიიტაცონ.

შემდეგ გამოდიან სპეკულირებენ სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების პრობლემებით. ასეთ ოჯახებს და ასეთ ადამიანებს ჩვენ დედაქალაქის მერია ყველას ვეხმარებით და გვერდით ვუდგავართ. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვერდით დავუდგებით, ვისაც ჩვენი დახმარება მართლა სჭირდება და რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფარად იფარებს და რეგიონებში უზარმაზარ მიწებს ფლობენ და კარმიდამო გააჩნიათ. ყველამ ყველაფერი ვიცით და მიწების მიტაცების უფლებას არ მოგცემთ”, – აცხადებს კალაძე.

იტვირთბა....