aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლავასოღლი ვენების გადაჭრით იმუქრებოდა”- სად იმყოფება ე.წ. კანონიერი ქურდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული მედია იუწყება, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამჟამად ლავასოღლი ოდესის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავცელებული ცნობით, ის უკრაინაში ბელარუსიდან ჩაფრინდა. კონტროლის დროს კი თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, რის გამოც საზღვარზე შეაჩერეს.

“უკრაინის საპორტო ქალაქში ის მინსკიდან ჩავიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გორაძეს საბუთები არ ჰქონდა, მისი მინსკში დაბრუნება გადაწყდა და იგი ოდესა-მინსკის თვითმფრინავშიც კი აიყვანეს, თუმცა…

მოქალაქე მინდია ლავასოღლი თვითდაზიანებების მიყენებითა და ვენების გადაჭრით იმუქრებოდა და კატეგორიულად მოითხოვდა, ის ოდესაში დაეტოვებინათ. მოთხოვნა და მუქარა რეალურად შეფასდა. ამიტომ, ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და ახლა ოდესის პოლიციის განყოფილებაშია. მის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“, – ნათქვამია უკრაინელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” ოდესის აეროპორტში 3 იანვარს დააკავეს.

იტვირთბა....