aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იბერიას” ეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინდელ გადაცემაში “ენმ”-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.

ინციდენტის შემდეგ გვიან ღამემდე კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლები.

„ეს იყო ძალადობის ფაქტი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, სადაც ვიყავი მიწვეული ერთ-ერთ სტუმრად, ძალიან მშვიდად ვსაუბრობდი, შეფასება მივეცი გუშინდელ ფაქტს. დადგა ჯერი დავით ოქიტაშვილის. საუბარი დაიწყო, ძალიან აგრესიული იყო ჩემს მიმართ, ათასნაირ სისულელეს მეძახდა, მაყენებდა შეურაცხყოფას. ხათუნა ხოფერია ამ დროს იჯდა მშვიდად, მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პოლემიკა არ მქონია, დაიმუქრა, რომ თმით მათრევდა. ეს იყო წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ძალადობრივი აქტი მათი თავდასხმისა „ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წარმომადგენელზე,“ – განაცხადა ეკა წამალაშვილმა.

გამოძიება ოპოზიციის წევრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დავით ოქიტაშვილი ოპოზიციონერისთვის წყლის შესხმის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, ხათუნა ხოფერიას მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„მივიდა ხათუნა, უხეშად დაელაპარაკა და უთხრა, რომ ძალიან გთხოვ დატოვე სტუდია და წადი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შენთან დიალოგში შემოსვლას და კამათს, მაგრამ ეს თავიდანვე აგრესიით იყო შემოსული. წყლის შესხმა მოხდა იმ შეურაცხყოფების მერე, მას თუ უკვირს მამაკაცმა მას როგორ შეასხა წყალი, მეც მიკვირს ქალბატონს როგორ ამოსდის პირიდან ასეთი სიტყვები,“ – აცხადებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

https://youtu.be/NlQEm0Bu0-A

 

 

იტვირთბა....