aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან, რომლებიც დახმარებას განსხვავებული წესით მიიღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში თვითდასაქმებული ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, რომლებიც ერთჯერად დახმარებას განსხვავებული წესით მიიღებენ.

პირველი კატეგორიაში შედიან თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და მათ დახმარების მისაღებად მხოლოდ ჯანდაცვის ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ პორტალზე ბანკის ანგარიში უნდა მიუთითონ.

ამ კატეგორიაში არიან ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე მეწარმეები, მიკრომეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული არიან. შესაბამისად,  მათ არ მოუწევთ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი რაიმე ცნობის მოძიება და მოტანა. მათი მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარდგენა. ისინი ანგარისის ნომერს მიუთითებენ ჯანდაცვის ვებგვერდზე განთავსებულ პორტალზე, რომელიც 15 მაისს გაიხსნება.

რაც შეეხება მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებს, მათ მიეკუთვნებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან სხვა ნებისმიერი ფორმალური აღრიცხვა არ არსებობს. ამ შემთვევაში მათ მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება – პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი, ასევე რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მის ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს.

ამ განცხადებები განიხილება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნება, როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. განხილვის შემდეგ კი უმოკლეს ვადაში განხორციელდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე.

 

 

 

 

იტვირთბა....