aviabiletebi
მთავარი ციტატა

“თამარ ჟვანიაზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხდებოდა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბრძოლა” – ცესკოს ყოფილი თავჯდომარე

“ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ბრძოლა. მე დიდი ხანია, ვიცნობ თამარ ჟვანიას და ის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა შიგნით, წარმოუდგენელი ზეწოლა.”

 

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ ხარტიაშვილი – ცესკოს ყოფილ თავმჯდომარე

 ამის შესახებ მან ცესკოს შენობაში მისულ “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას განუცხადა.

როგორც ხარტიაშვილი გვარამიასთან საუბრისას აღნიშნავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ის ცესკოს თავმჯდომარე იყო, უბნების დახურვიდან რამდენ ხანში მოხდა პირველადი შედეგების გამოცხადება.

“პირველი განცხადება პირველის ნახევარზე გაკეთდა და ესეც ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო,”-აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.  

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, ნიკა გვარამია ცესკოს შენობასთან მივიდა და იქ მობილიზებულ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ცესკოს შენობაში უნდა შესულიყო და როგორც ჟურნალისტს, მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინა, ასევე, ინტერვიუ აეღო ცესკოს თავმჯდომარისგან. 

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

იტვირთბა....