aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილმა უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. კანონიერი ქურდი გამოუგზავნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ირიბად მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ინფორმაციას აწვდის მათ, რომ უკრაინიდან საქართველოში გზავნის ე.წ. კანონიერ ქურდს:

მიხეილ სააკაშვილი: დღეს, ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სახელმწიფო სამსახურმა დაადგინა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მეტსახელად “წრუწის” ვინაობა, რომელმაც დღესვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და გამგზავრებულ იქნა თბილისში. ქართულ მხარეს კი, ამის თაობაზე წინასწარ გაეგზავნა შეტყობინება.
ჩემს მიერ ინიცირებული კანონის თანახმად, დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტები ავტომატურად ციხეში ხვდებოდნენ. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც, ქართული სახელმწიფო მორიგ კანონიერ ქურდს არ მისცემს საშუალებას უპრობლემოდ გადაკვეთოს საზღვარი და თავისუფლად დატოვოს აეროპორტის ტერიტორია.

78960_n

 

იტვირთბა....