aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეკა გიგაური გამოკითხვაზე მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც თავად აცხადებს, მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები  იყო გამოყენებული.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი არასამთავრობო სექტორს ფაშისტებს ეძახდა, ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს „ფეისბუქზე”, ასევე მივიღე მუქარის გზავნილი და ზუსტად, ამის გამო მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს საკითხი. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდეც ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმემართა საგამოძიებო ორგანიებისთვის.

ზოგადად, თავდასხმები სულ მიმდინარეობს პირადად ჩემზე და არასამთავრობო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს იყო ერთი მუქარა. კონკრეტული პირის „პროფაილი” იყო. გადავედი და მოქმედი (პროფაილ გვერდი) იყო. თუ არ არის მოქმედი გვერდი და „ ფეკია”, მაშინ ვიღაცის დავალებულია, მაგრამ მე რაც ვნახე, მოქმედია”, – განაცხადა გიგაურმა.

ამავე თემაზე:  ეკა გიგაური პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვაზეა დაბარებული

 

იტვირთბა....