aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვაკეში დაჭრილ ქალს ოპერაციას უკეთებენ, მის დაჭრაში ეჭვმიტანილს – გამოკვლევებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაკეში დაჭრილ ქალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

რაც შეეხება ასევე დაჭრილ მამაკაცს, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მას საჭირო გამოკვლევები უტარდება.

ორივე პაციენტს ჭრილობები აღენიშნება. საავადმყოფოში დეტალების შესახებ არ საუბრობენ.

ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარი ეჭვმიტანილია, რომ ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ორივე აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.

IPN

იტვირთბა....