aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პატრიარქი უკვე დარწმუნებულია გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რეზონანსთან“ ინტერვიუში თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ე.წ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით საუბრობს. მისი განმარტებით,  უდიდესი სირცხვილია, როდესაც ამბიონზე ეკლესიის ქორეპისკოპოსი საუბრობს თუ როგორ გაილახა ვიღაც მისი დავალებით საპატრიარქოში. თეოლოგის აზრით, ეკლესიაში სასულიერო პირების შერჩევა დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ეკლესიაში სასულიერო პირების შერჩევა დიდი პრობლემაა. კურთხევა აწყობილია იმაზე, ამა თუ იმპიროვნებას როგორი ურთიერთობა აქვს ეპისკოპოსთან. იქ არც ადამიანის განათლებას, არც სულიერმზაობას და არც ასაკს არ ითვალისწინებენ… მხარდაჭერილები არიან მოავაზაკო, მოძველბიჭოადამიანები, მომხვეჭელები, ყველაფრის შემსრულებლები და ამბიციური ადამიანები. უდიდესისირცხვილია, რომ ამბიონზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქი (ქორეპოსკოპოსიიაკობი) საუბრობდეს, თუ როგორ გაილახა მისი დავალებით ვიღაც საპატრიარქოს შენობაში. ეს ხომაბსურდია და ახლა რა მეტყველება უნდა მოეთხოვოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამის ფონზე?!“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

 

„პატრიარქმა უკვე გააკეთა რამოდენიმე მინიშნება. პირველი, მან თქვა, რომ კარგი ადამიანებისხედან ციხეში, რადგან მათ აირჩიეს ბოროტი, შემდეგ თქვა, რომ მეფე დავითს საკუთარმა შვილმაუღალატა. პატრიარქი უკვე დარწმუნებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში. თუმცასაეკლესიო სასჯელი წინ არ უნდა უსწრებდეს საერო სასჯელს. წესით, სანამ გამოძიება არდასრულდება, ეკლესიას არ აქვს უფლება, განსაჯოს ეს ადამიანი იმ დანაშაულში, რომელშიც მასპროკურატურა ედავება. თუმცა თუ ამას პატრიარქი გადაწყვეტს, შეიძლება დაისაჯოს, თუმცა ეგნაკლებად სავარაუდოა. ეკლესია საბოლოო განაჩენს დაელოდება. ჩემი მოლოდინია, სინოდისსხდომის დაწყების წინ იქნება დიდი ჩოჩქოლი და აურზაური. რაღაცის გარკვევა მოხდებაერთმანეთში. ამ სხდომაზე თუ მეუფე პეტრეს არც ერთი ეპისკოპოსი არ დაუჭერს მხარს, ის დაისჯებადა მისი ბრალდებებიც ჩაიფარცხება.“ , – აცხადებს გამრეკელაშვილი.

იტვირთბა....