aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ვოლსკი: რადგან დაპირება იყო, ქვეყანა დავანგრიოთ?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუცია ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და ოპოზიციას აკრიტიკებს.

“ოპოზიციას სურს, ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, როგორსაც ის თვლის საჭიროდ და რაც საშუალებას მისცემს, წლების განმავლობაში ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ერთკაციანი პარტიები მუდამ არსებობდნენ. ოპოზიციასთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული არჩევნებით მიიღებს იმ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის კოალიციურ მართვაში ჩაერთოს. კონკრეტულად ამ პერიოდში, მე ვფიქრობ, იმდენად არარეალურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს თვითონაც კარგად იციან. 2020 წელს ვინც გაიმარჯვებს პარტიული ხაზით, მან მაჟორიტარების საშუალებით მთავრობა უნდა დაამტკიცოს. დიახ, იყო წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ ეს დაპირება 2024 წელს შესრულდება. დაპირება ერთია, მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ შეიძლება 2020 წელს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, ვინაიდან არ გაქვს საშუალება, კოალიციურად მართო ქვეყანა, რა გავაკეთოთ, რადგან დაპირება იყო, ქვეყანა დავანგრიოთ?! 2024 წელს იმედი გვაქვს, რომ კოალიციური მმართველობის წინაპირობები შეიქმნება და საზოგადოების გაერთიანება დაიწყება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მომავალი არ ექნება.

 

ჩვენ ვერ შევალთ გარიგებაში ვერავისთან. კრიზისის მოწყობა რომ უნდათ ქვეყანაში, ეს არაერთხელ დაადასტურეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ან ნეონაციონალური მოძრაობა რაიმე კონსტრუქციულ ლიანდაგზე რომ დადგება, ამის არავითარი წინაპირობა არ არსებობს. ქვეყანას საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. იმ პარტიას, რომელიც არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ვოლსკი “ახალ თაობასთან”.

იტვირთბა....