aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუდაურის ინციდენტის შესასწავლად, “ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ცნობილი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ კომპანია  „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან გუდაურში განვითარებულ მოვლენებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....