aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიზნესმენის კიდევ ერთი გატაცების ფაქტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  “სვეტის” დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულმა პირებმა 10 თვის წინ ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი გაიტაცეს.

საუბარი შეეხება სამშენებლო კომპანია “კიდ არქიტექტურის” დამფუძნებელ ნიკა შავიშვილს. გამოძიება ამ საქმეზე უკვე 10 თვეა მიმდინარეობს. შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა.

შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც ზუსტად ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის გია ჯიბლაძის გატაცებაში ფიგურირებენ. მისივე ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა. შავიშვილი მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები,“-განაცხადა ნიკა შავიშვილმა.

იტვირთბა....