aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გასაკვირია, რატომ მოხდა ბრალდებულის ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, ოთარ აბესაძის ადვოკატის, ნონა ფილაურის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, შუამდგომლობის დაყენება განპირობებული იყო აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებისთვის. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი ირაკლი მარშანიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მიზანშეწონილი არაა.

“ჩვენთვის გასაკვირია, რატომ მოხდა დღეს ბრალდებულის ბადრაგირება სასამართლოში და არა იქ, სადაც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული” – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დამატებითი ექსპერტიზებია ჩასატარებელი.

იტვირთბა....