aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

აუდიტორული კომპანია „არბიტრანსი“ სანდოობის გარანტი ბაზარზე, რომელიც თქვენს ბიზნესს დაიცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნეს საქმიანობა უფრო მეტად კი ახალი ბიზნესის დაწყება,  ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეული პროცედურების დაგეგმვა-განხორციელებასთან. ამ დროს ხშირად ვაწყდებით როგორც გარკვეულ საკანონმდებლო ბარიერებს აგრეთვე კონკრეტულ ბიზნეს გარემოსთვის მახასითებელ სპეციფიურ მოთხოვნებს , რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას. აგრეთვე ზოგჯერ ახალი ბიზნესი საჭიროებს ნებართვებს/ლიცენზიებს, რაც ამ პროცესს შედარებით ართულებს.

ამიტომ კომპანიის მდგრადობასა და განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის წინაშე არსებული რისკების შეფასებას და მინიმუმადე შემცირებას.

შესაბამისად, ყველა კომპანიას სჭირდება როგორც რისკების შეფასება, აგრეთვე აუდიტორული შემოწმება. აუდიტორული შემოწმების შედაგად ხდება გამოვლენა როგორც ფინანსური, აგრეთვე კომპანიის მიერ წარმოებული ბიზნესის წარმატებულობისა, რაც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ბიზნესი ისე, რომ შევძლოთ ყველა საბუღალტრო თუ სხვა ბიზნეს რისკების კონტროლი. ამ საკითხზე   შეგიძლიათ აუდიტორულ კომპანია „არბიტრანს“ მიმართოთ.

გარდა ამისა, როგორც  კომპანიაში განგვიმარტეს, მათი მისიაა  საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული კომპანიების პირველადი სამეურნეო ოპერაციების და საბოლოო ფინანსურ ანგარიშგებების ფინანსური სტანდარტების  შესაბამისად უტყუარი, სამართლიანი და შესადარისი ფინანსური ინფორმაციის წარდგენის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა და ამით ინვესტორების, დამფუძნებლების, აქციონერებისა  და სხვადასხვა დაინტერსებული მხარეებისთვის კომპანიების რეალური ფინანსური მდგომარეობის შეფასების უზრუნველყოფა გახლავთ. კომპანია 2015 წლის 1 მარტიდან ოპერირებს აუდიტის ბაზარზე.

„ჩვენი კომპანია გთავაზობთ კლიენტი კომპანიის წინაშე არსებული რისკების გამოვლენას, მათ კლასიფიკაციას და შეფასებას. შეფასება გულისხმობს ამა თუ იმ რისკ-ფაქტორის გავლენის ფულად ექვივალენტში ასახვას, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად განისაზღვროს კონკრეტული რისკ-ფაქტორის შემცირების გავლენა კომპანიის ბიზნეს პროცესებზე და შედეგად მის ღირებულებაზე.

ამასთან რისკების მართვა კომპანიის დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს უფრო მეტ საიმედოობას, მიმზიდველს ხდის თქვენთან ბიზნეს ურთიერთობას და ამით კომპანიას აძლევს უპირატესობას კონკურენტ კომპანიებთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, რომ დაიცვათ თქვენი ბიზნესი და მისი წარმატება.

ჩვენ ვიცნობთ იმ საფრთხეებს,  რომლებიც შესაძლებელია წინ აღუდგეს თქვენს ბიზნესს.  გლობალური საბანკო კრიზისით დაწყებული,  კიბერ-კრიმინალის ზრდით დამთავრებული, უახლესი ისტორია თვალსაჩინოს ხდის საფრთხეების იდენტიფიცირების და მათზე დროული რეაგირების მნიშვნელოვნებას.

საბოლოო ჯამში,  ჩვენი მომსახურეობა, რომელიც დამყარებულია ცოდნასა და საკმაოდ მდიდარ ბიზნესგამოცდილებაზე, საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ რისკების მართვის უახლესი მიდგომების განვითარება და დანერგვა“,-აცხადებენ კომპანია „არბიტრანს“-ში

როგორც კომპანიაში განგვმარტეს, აუდიტი არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური ანგარიშების სამართლიანი და უტყუარი წარდგენის შემოწმებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. შპს “არბიტრანს”-ის, აუდიტის მეთოდოლოგია დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და კლიენტის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სიღრმისეულ შესწავლაზე.

კომპანია „არბიტრანს“ გთავაზობთ აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს (ISA), და პროფესიული ეთიკის კოდექსს. კომპანიის აუდიტის მეთოდოლოგია არის რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა არსებითობის სწორად განსაზღვრაზე დაყრდნობით მივიღოთ ხარისხიანი ფინანსური აუდიტი.

„არბიტრანსის“ მიერ ჩატარებული აუდიტი აკმაყოფილებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო აუდიტის ჩატარების ტექნოლოგია მუდმივად განახლებადია ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად. „არბიტრანსის“ მიზანია, რომ კლიენტი კომპანია უზრუნველყოს ეფექტური, მაღალი ფასეულობის მქონე დამოუკიდებელი აუდიტით, რომელიც სრულდება შეთანხმებულ დროში გამოცდილი პროფესიონალების მიერ.

„არბიტრანსი“ ასევე კომპანიებს სთავაზობს ბიზნეს- რისკების მართვას,  საკონსულტაციო მომსახურებას, მიმდინარე საბუღალტრო მომსახურებას და საგადასახადო მომსახურებას.

რატომ უნდა ანდოთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი სხვა კომპანიას?!

„არბიტრანს“-ის გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ თქვენი ორგანიზაციის საბუღალტრულო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

იტვირთბა....