aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტრონომის” ფოტოკოლაჟი: ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე ცეცხლი ლოკალიზებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, რომელივც არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც ილია ელოშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა, ყველა დაზარალებული მოვაჭრე სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს და ზარალი სრულიად აუნაზღაურდებათ.

მისივე თქმით, ხვალიდან დაითვლება ზარალი და სახელმწიფო მოვაჭრეების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

“საბედნეროდ, არავინ დაშავებულა. შესაძლოა მცირე დაზიანება იყო, მაგრამ საბედნიეროდ მსხვერპლი არაა. ცეცხლი გავრცელებული იყო 1000-დან 1500 კვ.მ-მდე. ჩვენ, როგორც მერია, ასევე მთავრობა ამ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და ყველანაირად დავეხმარებით,”- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ხანძრის გაჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.  ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.

ცნობისთვის, ვარკეთილსი ხალძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხოლო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი 1000-1500-მდე კვ.მ-ზე გავრცელდა. ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული .ხანძრის კერა ლოკალიზებულია და საფრთხე აღარ არსებობს. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზე გადასულიყო, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს.

იტვირთბა....