ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ედუარ ფილიპი დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ედუარ ფილიპი დანიშნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ედუარ ფილიპი ქალაქ ჰავრის მერი და „რესპუბლიკელების პარტიის“ დეპუტატია. ცნობისთვის,  „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზზე ის მხარს ალენ ჟუპეს უჭერდა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მთავრობა ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაასახელებს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.

იტვირთბა....